Belive

ორი ამხანაგური და ახალი ფორმაციის ნაკრები - ქართველი ახალგაზრდები ყაზახებს შეხვდებიან

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური პლატფორმის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის 20 და 21-წლამდელთა ნაკრებები ივნისის თვეში ამხანაგურ მატჩებს ყაზახეთთან ჩაატარებენ.

ამ ფორმაციის 20-წლამდელთა ნაკრები ქართულ ფეხბურთში სიახლეა: მათი სადებიუტო მატჩი 8 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ყაზახ თანატოლებთან გაიმართება. აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს, 21-წლამდელთა მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის თანაშემწე, გიორგი ადამია უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება 21-წლამდელთა ნაკრებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობს, შემოდგომის უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის მოსამზადებლად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ყაზახეთს დაუპირისპირდება. მატჩი 6 ივნისს, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.

ამ მატჩის შემდეგ, 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რამაზ სვანაძე, ასისტენტ, ფიზიკური მომზადების მწვრთნელ, ბონდო გოცირიძესთან ერთად, ავსტრიაში, საქართველოს ნაკრების შეკრებაზე გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება.

20-წლამდელთა ნაკრების მატჩი 19:00, ხოლო 21-წლამდელების შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები