Belive

რონალდუ, მესი, ზლატანი და დანარჩენები - 21-ე საუკუნის 33 საუკეთესო ბომბარდირი 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) შიდა ჩემპიონატებში 21-ე საუკუნის საუკეთესო ბომბარდირთა სია გამოაქვეყნა. სიის სათავეში ტურინის "იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ აღმოჩნდა - 5 ოქროს ბურთის მფლობელმა პრიმეირა ლიგის, პრემიერლიგის, ლა ლიგისა და სერია A-ს მატჩებში 462 გოლის გატანა მოახერხა. ნუსხაში მეორე პოზიციას "ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესი იკავებს, რომელმაც მთელი კარიერა ესპანეთის ჩემპიონატში გაატარა და მეტოქეთა კარი451-ჯერ დალაშქრა. საუკუნის საუკეთესო მეგოლეებს შორის მესამე საფეხურზე ზლატან იბრაჰიმოვიჩია, შვედმა ფორვარდმა ბუნდესლიგის გარდა, ტოპ 5-ის წევრ ყველა სხვა ლიგაში ითამაშა და ჯამში 379 ბურთი შეაგდო. საინტერესოა ისიც, რომ იბრამ 13 გოლი მე-20 საუკუნის მიწურულს გაიტანა. "გრონინგემის", "აიაქსის", "ლივერპულისა" და "ბარსელონას" ურუგვაელი შემტევი ლუის სუარესი სიაში მეოთხე პოზიციაზეა - ურუგვაის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა 21-ე საუკუნეში გოლი 332-ჯერ იზეიმა. სრული 33-კაციანი სია კი შემდეგნარიად გამოიყურება: 

სხვა სტატიები