Belive

ალექს ბაენამ ფედე ვალვერდეს პოლიციაში უჩივლა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ვილიარეალთან" განცდილი მარცხის შემდეგ, "რეალის" ფეხბურთელმა ფედე ვალვერდემ ალექს ბაენას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული ინციდენტი სტადიონის ავტოსადგომზე დაფიქსირდა. როგორც Marca იტყობინება, "ვილიარეალის" ნახევარმცველმა ვალვერდეს წინააღმდეგ პოლიციაში სარჩელი უკვე შეიტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფედე ფეხბურთელს ავტოსადგომზე ელოდებოდა. 20 იანვარს გამართულ შეხვედრაში, ბაენამ ვალვერდე წააქცია და უთხრა: „მიდი, ახლა იტირე იმაზე, რომ შენი შვილი არ დაიბადება.“ სწორედ ეს გახდა ვალვერდეს მხრიდან ძალადობის მიზეზი.

თუმცა, ბაენამ სოციალური ქსელის საშუალებით მალევე დაწერა, რომ მსგავსი არაფერი უთქვამს და მის მიმართ გამოჩენილი აგრესია უადგილოა.

"ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს იმის გამო, რომ ასეთი აგრესიის მსხვერპლი ვარ. მიკვირს რატომ ამბობენ ჩემზე ასეთ საშინელებებს. მე მსგავსი არაფერი მითქვამს." - დაწერა ალექს ბაენამ.

Onda Cero-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაენამ საჩივარი კასტელიონის პოლიციის განყოფილებაში შეიტანა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ საჩივარი დაკმაყოფილდება ვალვერდე არა სპორტული, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გასამართლდება.

სხვა სტატიები