Belive

რონალდუ და პერესი ერთმანეთს შეხვდნენ - პორტუგალიელმა და ესპანელმა ტურინში ისაუბრეს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ და მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ერთმანეთს შეხვდნენ. გავრცელდა ცნობა, რომ "ბებერი ქალბატონის" საწვრთნელ ბაზაზე შეხვდნენ, თუმცა თუ რა თემაზე ისაუბრეს მათ, ეს ჯერჯერობით უცნობია. როგორც Marca წერს, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს და ესპანელ ფუნქციონერს უკვე რამდენიმე თვეა ხშირი კონტაქტი აქვთ. ურთიერთობა ამ ორ პიროვნებას შორის "სამეფო კლუბიდან" 5 ოქროს ბურთის მფლობელის წასვლის შემდეგ გაფუჭდა, თუმცა შარშან, 35 წლის ფეხბურთელი ელ კლასიკოს დაესწრო, რის მერეც ყოფილი კლუბის ხელმძღვანელობასთან ახლო კონტაქტი აღადგინა. ცნობილია ისიც, რომ რონალდუ და პერესი შეხვედრის დროს, "იუვენტუსის" ბაზაზე შემდგარი შეხვედრის შემდეგ, ისინი ძველი მეგობრებივით საუბრობდნენ. რონალდუ "ბლანკოსების" მაისურს 2009-18 წლებში ირგებდა, ამ პერიოდში მან ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ ლა ლიგა და ოთხჯერ ოქროს ბურთსაც დაეუფლა. რონალდუ 450 გატანილი გოლით "თეთრების" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

სხვა სტატიები