მესის მარცხენა თუ რონალდუს მარჯვენა? - ჰოლანდის პასუხი
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' თავდამსხმელს, ერლინგ ჰოლანდს, ჰკითხეს ლეო მესის მარცხენა ფეხს აირჩევდა თუ კრიშტიანუ რონალდუს მარჯვენას, რაზეც ნორვეგიელმა უპასუხა:
,,რთულია... რადგან მარცხენა ფეხი კარგი მაქვს, რონალდუს მარჯვენა ფეხს ავირჩევ,'' - ჰოლანდის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
ერლინგ ჰოლანდის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ,,მანჩესტერ სიტის'' მაისურით ჩატარებულ 51 შეხვედრაში 52 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.
ნორვეგიელმა ,,ქალაქელებთან'' ერთად პრემიერლიგის მოგება შეძლო. გარდა ამისა, მისი გუნდი ინგლისის თასისა და ჩემპიონთა ლიგი ფინალშია.
Erling Haaland would take Cristiano Ronaldo's right foot 😅 pic.twitter.com/dV7QdlIAL9
— GOAL (@goal) May 26, 2023