Belive

დი მარია: ,,რონალდუს, ალბათ, თავის მოკვლა უნდა იმისთვის, რომ პსჟ-ში არ თამაშობს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ, განაცხადა, რომ პარიზულ გუნდში თამაშს კრიშტიანუ რონალდუც ისურვებდა:
,,კრიშტიანუს, ალბათ, თავის მოკვლა უნდა იმისთვის, რომ აქ არ არის. ჩვენი ამჟამინდელი შემადგენლობის დონე უნიკალურია. ასეთი რამ ხშირად არ ხდება, დიდ მოთამაშეებს კი საუკეთესოებთან ერთად ყოფნა სურთ. რა თქმა უნდა, რონალდუ ,,პსჟ-ში'' თამაშს ისურვებდა, მაგრამ გუნდმა მესი გაიფორმა, საბედნიეროდ, ასე უკეთესია,'' - დი მარიას სიტყვებს TyC Sports-ი ციტირებს.
ფრანგულ პრესაში იწერება, რომ ,,პარი სენ ჟერმენის'' ერთ-ერთი გეგმა მომავალ სეზონში გუნდში კრიშტიანუ რონალდუს მოყვანაა. პარიზელებმა რამდენიმე დღის წინ ლეო მესი გაიფორმეს.

სხვა სტატიები