Belive

რომას ყოფილი დირექტორი: "კვარაცხელიას ვიცნობდით და მონიშნული გვყავდა"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პიზას", "ტორინოს" და "რომას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ჯანლუკა პეტრაჩიმ საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"კვარაცხელია? ჩვენ ვიცნობდით მას, მე ის ჩემს დავთარში ჩავინიშნე და დავაწერე - "წავიყვანოთ". თუმცა, მისი გავლენა იტალიის სერია A-ზე ამჟამად იმდენად ძლიერია, რომ მის შესაძლებლობებში უკვე არამხოლოდ ჩვენ, არამედ ყველა დარწმუნდა. ძალიან ძლიერია - ვულოცავ "ნაპოლის".

კიმმაც გამაკვირვა: მე ვთქვი, რომ ის ცოცხლად უნდა მენახა, რათა უკეთ დავრწმუნებულიყავი მის შესაძლებლობებში - მაშინ მე ვცდებოდი.

დატოვებენ თუ არა კვარაცხლია და ოსიმენი "ნაპოლის" თუ კლუბი ჩემპიონი გახდება? - მათ შემადგენლობა წინა წლის ზაფხულშიც გამოცვალეს, მაგრამ ახალმა ფეხბურთელებმა საქმეს თავი კიდევ უფრო უკეთესად გაართვეს. "ნაპოლი" კვლავაც ისეთი სასიამოვნო კლუბია, როგორიც უნდა იყოს", - თქვა 54 წლის იტალიელმა მენეჯერმა.

ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 30 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 14 საგოლე პასი გაკეთებული. მის აქტივში ასევე 5 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები