Belive

შეთანხმება მიღწეულია | კონტე ნაპოლის უახლოეს დღეებში ჩაიბარებს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ანტონიო კონტეს "ნაპოლისთან" კონტრაქტის გაფორმებასთან ერთი ნაბიჯი აშორებს, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Repubblica აქვეყნებს. ეს პროცესი ჯან პიერო გასპერინის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ დააჩქარა, რომ ის "ატალანტა"-ში სამომავლო მუშაობაზე უკვე დათანხმდა და ანალოგიურად "ნაპოლი" გამოირიცხა.

წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით ანტონიო კონტე ნეაპოლურ გუნდთან 3 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და ის ოფიციალურად ხელს სამშაბათს მოაწერს. იტალიელი მწვრთნელი წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს + 1 მილიონი ევრო ბონუსი თუ სკუდეტოს მოიგებს, სხვა საბოლოო დეტალები ჯერ ჯერობით უცნობია.

როგორც წყარო იტყობინება, 54 წლის სპეციალისტს ზაფხულის სატრანსფერო ბაზართან დაკავშირებით თავისი სტრატეგიები აქვს, ის შეძლებს დაარწმუნოს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც, რომ გუნდიდან არ წავიდნენ, თუმცა ერთადერთი რამ რაც არ შეიცვლება ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერია, ნიგერიელი თავდამსხმელის გაყიდვა ამ ეტაპზე დადასტურებულია.

სხვა სტატიები