Belive

დე ლაურენტისი: "კვარაცხელიას გაშვება არ მინდოდა, თუმცა მისი აგენტი მემუქრებოდა"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დიდხნიანი სიჩუმე დაირღვა - ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და გაამახვილა ყურადღება იმაზე, თუ რა ხდებოდა ირგვლივ, ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის დროს.

დე ლაურენტისმა კვარასა და მამუკა ჟუღელზე "Corriere della Sera"-სთან ისაუბრა.

"„მე ეს უნდა გამეკეთებინა, რადგან მისი აგენტი მე-17 მუხლის ამოქმედებით იმუქრებოდა. ქართველის შთამბეჭდავი პირველი სეზონის შემდეგ, ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყეთ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები, გავზარდეთ მისი ხელფასი და შევთავაზეთ ძალიან მნიშვნელოვანი თანხა, რადგან აშკარა იყო, რომ მისი მოკრძალებული ხელფასი მიიზიდავდა მსოფლიო გრანდების უმრავლესობას, რომლებიც მზად იყვნენ მისთვის ოქროს ხიდები აეგოთ.

თუმცა, მის აგენტს, მამუკა ჯუღელს, სხვა გეგმები ჰქონდა საკუთარი თავისთვის და ფეხბურთელისთვის. კვარასთვის ორნიშნა ხელფასის გარდა, მას სურდა, რომ ძალიან მაღალი საკომისიო მიეღო სხვა კლუბებიდანაც.

კონტრაქტის მეორე წლის ბოლოს, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. მე და გუნდის 2 წევრი დიუსელდორფში გავფრინდით ამ საკითხის მოსაგვარებლად, მაგრამ მამუკა განაგრძობდა ყოყმანს და ამტკიცებდა, რომ ჯუნტოლიმ მას ფული დაჰპირდა, რომელიც არ იყო გადახდილი - ეს ტყუილია, ამის გადამოწმება რთული არ იყო. მაშინ უნდა გამეყიდა. პსჟ-მ კვარა-ოსიმენის ტანდემში 200 მილიონ ევროზე მეტი შემომთავაზა და ამაზე ვთქვი უარი.

კონტეს დავპირდი, რომ მას (კვარას) შევინარჩუნებდი და ანტონიოს კლუბში მოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და მოთხოვნაც სწორედ ეს იყო. ვცადეთ ქართველის ჩანაცვლება, მაგრამ რეალობას თვალს ვუსწორებთ - ეს ვერ მოვახერხეთ. ყველამ იცის, რომ კვარას კლუბიდან გაშვება აზრადაც არ მქონდა, თუმცა მოხდა ის, რაც ყველამ ვნახეთ..." - აურელიო დე ლაურენტისი

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვა და პსჟ-ს შეუერთდა, რომელთან ერთადაც სადებიუტო სეზონში: საფრანგეთის ლიგა 1, ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერ თასი და უეფას სუპერ თასი მოიგო.

სხვა სტატიები