Belive

როდრი: „მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა არგენტინა მხოლოდ ის არ არის“

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ გუნდის ძლიერ მხარეებზე ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ საკუთარ სისუსტეებზე საჯაროდ საუბარს არ აპირებს. როდრიმ ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელმაც ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე მიიყვანა.

„ეს იყო თანმიმდევრული განვითარების პროცესი. ჩვენი ნაკრები ეტაპობრივად ჩამოყალიბდა და ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე. თავის დროზე ვთქვი, რომ ეს გუნდი დიდ წარმატებებს მიაღწევდა. მსოფლიო ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა სწორედ ასე უნდა გაგვევლო. ჯერ ერთა ლიგა მოვიგეთ, შემდეგ ევროპის ჩემპიონატი, ახლა კი უდიდესი გამოწვევა გველოდება“ - როდრი

როდრიმ განსაკუთრებული ყურადღება ლეო მესისაც დაუთმო, თუმცა აღნიშნა, რომ არგენტინა მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არ არის.

„როცა საქმე მესის ეხება, აქ ასახსნელი არაფერია, ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. მან არგენტინა კატარში გააჩემპიონა, თუმცა ეს ნაკრები მხოლოდ მესი არ არის. მათ უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. ვფიქრობ, ფინალში ერთმანეთს კოლექტიური ფეხბურთის თვალსაზრისით ორი საუკეთესო ნაკრები დაუპირისპირდება“ - როდრი

სხვა სტატიები