Belive

როდრიმ სიტის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

როდრის რეალ მადრიდში გადასვლა ნელ-ნელა რეალობად იქცევა. როგორც სპორტულ მედიაში იწერება, ესპანელმა ნახევარმცველმა "ქალაქელების" მხრიდან შეთავაზებულ ახალ კონტრაქტზე უარი თქვა.

"სამეფო კლუბის" ინტერესის ფონზე, სიტიმ როდრის სატრანსფერო ფასი 75 მილიონ ევრომდე შეამცირა. აღსანიშნავია, რომ "თეთრებს" ესპანელის დასამატებლად მხოლოდ 70 მილიონი აქვთ გამოყოფილი. რეალი მზადაა ახლავე 50 მილიონი გადაიხადოს, თუმცა, მოსალოდნელია, რომ სიტი ამ თანხას არ დათანხმდება.

როდრის სიტიში 298 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ამ დროში 4 პრემიერ ლიგა, 2 ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის სუპერ თასი, ჩემპიონთა ლიგა და სუპერ თასი მოიგო. აღსანიშნავია, რომ როდრიმ "ქალაქელებში" ასპარეზობის დროს ოქროს ბურთიც მოიგო.

სხვა სტატიები