Belive

მესიმ კაფუს რეკორდი გაიმეორა | მეორე ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიაში...

15 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში ინგლისის ეროვნული ნაკრები არგენტინასთან 1:2 დამარცხდა და ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს, სადაც საფრანგეთს დაუპირისპირდება. პირველი გოლი 55-ე წუთზე ენტონი გორდონმა გაიტანა, 85-ე წუთზე კი არგენტინელებმა ქამბექი დაიწყეს, ჯერ ენცო ფერნანდესმა გაათანაბრა, ხოლო 90+2-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

ამ გამარჯვებით და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლით, ლიონელ მესი (2014, 2022, 2026) ლეგენდარულ ბრაზილიელ კაფუს (1994, 1998, 2002) უერთდება და ხდება ისტორიაში მხოლოდ მეორე ფეხბურთელი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის სამ ფინალში აქვს ნათამაშები.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 3 ფინალში ნამყოფები: პელეს, ლოთარ მათეუსს, პიერ ლიტბარსკისა და რონალდოც (კიჭა) ნამყოფები არიან, თუმცა მათ მხოლოდ 2 ფინალი ითამაშეს და თითო-თითო ფინალი გამოტოვეს, კაფუმ კი სამივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, ასეთი იქნება მესიც, რომელიც 19 ივლისს არგენტინის ნაკრებს ესპანეთთან უკაპიტნებს.

ეს წარმოუდგენელი მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს არგენტინელი ათიანის ეპოქალურ სტაბილურობასა და უმაღლეს კლასს, რომელსაც იგი ათწლეულზე მეტია უცვლელად ინარჩუნებს პლანეტის უმთავრეს საფეხბურთო ფორუმზე.

აქამდე ეს უნიკალური რეკორდი ექსკლუზიურად „სელესაოს“ ლეგენდარულ მცველს ეკუთვნოდა, რომელმაც სამივე ფინალი ზედიზედ ითამაშა. ახლა კი, მესი ამ ელიტარულ კლუბში საპატიო ადგილს იკავებს, რაც კიდევ ერთი მყარი არგუმენტია მათთვის, ვისაც ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოდ მიაჩნია.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 19 ივლისს 23:00 საათზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს ესპანეთი და არგენტინა დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები