Belive

რატომ თამაშობს ინტერ მაიამი ვარდისფერი ფორმით?

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო მაისური შეიძლება მხოლოდ ვიზუალურ დეტალად მოგვეჩვენოს, ინტერ მაიამის მიერ მიღებული ფერის შეცვლის გადაწყვეტილება, კლუბისთვის უფრო დიდ განცხადებას და სიმბოლოს წარმოადგენს.

როდესაც ინტერ მაიამი პირველად გავიდა მოედანზე (2020 წელს), შავ-თეთრი ფორმები, რომლებსაც კლუბი პირველი ორი მეიჟორ ლიგის საფეხბურთო სეზონის განმავლობაში ატარებდა, სრულად ვარდისფერ იდენტობად გადაკეთდა, რამაც მყისიერად გამოარჩია იგი - ტრადიციული ფერებისგან განსხვავების გამო.

მაიამიში დაფუძნებული გუნდის (2018 წელს დაარსდა და MLS-ში 2020 წლის სეზონში დაიწყო ასპარეზობა) პირველი საშინაო მაისური თეთრი იყო (ვარდისფერი კანტებით).

პირველი თეთრი მაისური შთაგონებული იყო დიდი თეთრი ყანჩით, რაც სამხრეთ ფლორიდის ენერგიულ სულს ასახავდა, ამის საპირისპიროდ, მთლიანად ვარდისფერში გარდასახვა გამოხატავს ფლამინგოებს, რომლებიც ოდესღაც უხვად იყვნენ ამ რეგიონში. კლუბმა ფლამინგოების გამორჩეული შეფერილობა ადგილობრივი სიამაყის სიმბოლოდ აქცია.

გარდა ამისა, მაიამი ცნობილია თავისი ნათელი ფერების პალიტრით, მათ შორის არტ-დეკოს არქიტექტურით, ნეონის აბრებითა და პასტელური ცათამბჯენებით. ვარდისფერი მაიამიში უბრალოდ ფერი არ არის - ეს მისი ძირითადი ესთეტიკაა (გაიხსენეთ ცნობილი თამაში GTA VICE CITY).

GTA VICE CITY-ის მოქმედება მაიამის პროტოტიპ ქალაქში მიმდინარეობდა

მაიამის ზოგიერთი პლაჟის ბუნებრივი ვარდისფერი ელფერი კიდევ ერთ ფენას მატებს ქალაქის კავშირს ამ ფერთან. ინტერ მაიამი წარმატებით ჩაჯდა ქალაქის კულტურულ დნმ-ში და შექმნა ბრენდი, რომელიც ავთენტურად მაიამის შეგრძნებას იწვევს.

სხვა სტატიები