მბაპე გახდა მე-4 ფეხბურთელი, რომელმაც 21-ე საუკუნეში, კალენდარულ წელში, 60 გოლი გაიტანა
ლა ლიგის მე-14 ტურის შეხვედრა ჟირონასა და რეალს შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩში თავი გამოიჩინა კილიან მბაპემ, რომელმაც 2025 წელს, ყველა ტურნირზე, მე-60 გოლი გაიტანა.
21-ე საუკუნეში, 1 კალენდარული წლის განმავლობაში, მბაპეს გარდა 60-გოლიან ნიშნულს სულ 3-მა ფეხბურთელმა - ლეო მესიმ (2-ჯერ), კრიშტიანუ რონალდუმ (4-ჯერ) და რობერტ ლევანდოვსკიმ მიაღწიეს:
ლეო მესი - 2012 წელს 91 გოლი 69 მატჩში
კრიშტიანუ რონალდუ - 2013 წელს 69 გოლი 59 მატჩში
რობერტ ლევანდოვსკი - 2021 წელს 69 გოლი 59 მატჩში
კრიშტიანუ რონალდუ - 2012 წელს 63 გოლი 71 მატჩში
კრიშტიანუ რონალდუ - 2014 წელს 61 გოლი 60 მატჩში
კრიშტიანუ რონალდუ - 2011 წელს 60 გოლი 60 მატჩში
კილიან მბაპე - 2025 წელს 60 გოლი 62 მატჩში
ლეო მესი - 2010 წელს 60 გოლი 64 მატჩში
ლეო მესი - 2016 წელს 59 გოლი 62 მატჩში
ლეო მესი - 2011 წელს 59 გოლი 70 მატჩში
მბაპემ წელს 53 გოლი რეალის მაისურით გაიტანა, 7 კი - ეროვნულ ნაკრებში.
მიმდინარე სეზონში კილიანის ანგარშზე რეალის მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 23 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
📊 Kylian Mbappé devient le 7ème meilleur buteur sur une année civile au 21eme siècle pic.twitter.com/osp8g3lPwd
— PopFoot (@ThePopFoot) November 30, 2025