Belive

ხულიან ალვარესი: "კვლავ დავბრუნდებით და ჩვენი დროშისთვის ვიბრძოლებთ"

21 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხულიან ალვარესმა ფინალში მარცხის შემდეგ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არგენტინის დროშისთვის ბრძოლას, ნაკრები ისევ გააგრძელებს.

ძალიან მადლიერი ვარ ყველა არგენტინელი გულშემატკივრის. ისინი მუდამ ჩვენ გვერდით იყვნენ, გვგულშემატკივრობდნენ, მხარს გვიჭერდნენ და ჩვენი წამდათ. ტიტულის დაცვა ჩვენი ყველას ოცნება იყო, მაგრამ შედეგის მიუხედავად, არასდროს დავივიწყებთ იმას, რაც ამ დღეების განმავლობაში ერთად განვიცადეთ.

გამარჯვება მშვენიერი რამაა, მაგრამ ამ დროშის წარმოდგენა თავდადებით, პასუხისმგებლობითა და გულით - სწორედ ის კომპონენტებია, რომლებიც ჩვენ ყველაზე კარგად გამოგვხატავს. ჩვენ კვლავ დავბრუნდებით და გზას გავაგრძელებთ, რადგან ეს ჩვენ ვართ და სხვანაირად უბრალოდ არ შეგვიძლია. ცხოვრებას სხვაგვარად ვერ აღვიქვამთ. ყოველთვის წინ მივდივართ. ვიბრძვით ჩვენი დროშისთვის და ვოცნებობთ, რომ არგენტინა მწვერვალზე დავაბრუნოთ. - განაცხადა ალვარესმა

არგენტინამ, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, შვიდი ფინალი ითამაშა. 1930, 1978, 1986, 1990, 2014, 2022 და 2026 წლებში. ამათგან კი სამჯერ - 1978, 1986 და 2022 წლებში მოიგო. ამ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, არგენტინის ნაკრებში ახალი ერა დაიწყება, რადგან ლეო მესი, რომელიც ამ წუთას 39 წლისაა, დიდი ალბათობით, რამდენიმე წელში, კარიერას დაასრულებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2030 წლის მუნდიალისთვის, სრულიად ახალ "ალბისელესტს" ვიხილავთ. მართალია, ლეოს სახით, ნაკრებს უდიდესი ფიგურა დააკლდება, მაგრამ ამასთან ერთად, არ უნდა დავივიწყოთ არგენტინის საფეხბურთო დნმ, რომელიც ისტორიულად, ყოველთვის იყო წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი.

სხვა სტატიები