რაფინია: "წარმოუდგენელ თანხაზე ვთქვი უარი, რადგან ბარსელონა ჩემი სახლია"
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" 27 წლის შემტევმა - რაფინიამ, კატალონიური კლუბის ერთგულიების შესახებ ისაუბდა და აღნიშნა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, საუდის არაბეთის ერთ-ერთი კლუბიდან წლიურ 100 მილიონიან ანაზღაურებაზე უარი თქვა.
"უკვე მესამე სეზონია რაც ბარსლეონაში ვთამაშობ და შემიძლია გულწრფელად ვაღიარო, რომ ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ. კლუბში ძალიან კარგი განწყობაა, ბევრი სირთულე გამოვიარეთ, თუმცა ასეთ ერთიან და შეკრულ ბარსელონაში როგორიც დღეს ვართ, არასდროს მითამაშია.
ფლიკმა გუნდში დიდი სულისკვეთება შემოიტანა და ალბათ ეს ჩვენი შედეგებიდანაც ჩანს. შარშან და იმის წინ თუ შეტევის გაკეთება და გააზრებული ფეხბურთის თამაში გვიჭირდა, დღეს პრეტენზია გვაქვს, რომ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ.
2 თვის წინ, საუდის არაბეთის ერთ-ერთი კლუბიდან სარფიანი შემოთავაზება მქონდა, მათ 1 სეზონის განმავლობაში ხელფასის სახით 100 მილიონი დოლარი შემომთავაზეს, თუმცა არც კი მიფიქრია, რადგან ჩემთვის ფული ამხელა სიყვარულსა და პატივისცემას ვერასდროს ჩაანაცვლებს. მადლობა, რომ კლუბმა დაინახა ჩემი დიდი მონდომება და სულისკვეთება და ეს ყველაფერი კაპიტნის სამკლაურით დამიფასეს.
ყოველთვის მინდოდა, რომ უდიდესი კლუბის კაპიტანი ვყოფილიყავი და ამისათვის მადლობელი ვარ, ეს ჩემთვის დიდი პატივია..." - რაფინია
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ახალ სეზონს ბრწყინვალედ იწყებს. კატალონიელები ლა ლიგის გათამაშებას 21 ქულით ლიდერობენ და მეორე ადგილზე მყოფ "რეალს" 3 ქულით უსწრებენ.
თავის მხრივ, სეზონს ბრწყინვალედ იწყებს რაფინია, რომელსაც ლა ლიგაში 5 გატანილი გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა აქვს შესრულებული, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში კი ბრაზილიელი შემტევის ანგარიშზე 1 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.