Belive

ოფიციალურად: დენზელ დუმფრისი მადრიდის რეალის ფეხბურთელია

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების ნაკრების მარჯვენა მცველი კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს. ინფორმაცია, რომელიც გასული პერიოდის განმავლობაში ევროპულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა უკვე ოფიციალურია.

მადრიდულმა კლუბმა ფეხბურთელის გადასვლასთან დაკავშირებით მილანელებთან სრულ შეთანხმებას მიაღწია. ნიდერლანდელმა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელიც 2030 წლის 30 ივნისამდე იმოქმედებს.

ამ ტრანსფერში საკვანძო როლი მადრიდის რეალის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ითამაშა. პორტუგალიელ სპეციალისტს პირადად სურდა დუმფრისის ხილვა თავის გუნდში და დაცვის მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად მისი კანდიდატურა სრულად მოიწონა.

30 წლის ფეხბურთელმა მილანის ინტერის შემადგენლობაში 5 სეზონის განმავლობაში 207 მატჩში 27 გოლის გატანა და 28 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მან ორჯერ იტალიის ჩემპიონატი, სამჯერ კი ქვეყნის თასი და სუპერ თასი მოიგო. დუმფრისმა ინტერთან ერთად ორჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.

სხვა სტატიები