Belive

ჯეიმი კარაგერი: „ტუხელისთვის არგენტინასთან მარცხი უარესია, ვიდრე საუთგეიტის წაგება ხორვატიასთან"

9 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ინგლისის ნაკრების გარშემო ვნებები არ ცხრება. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინასთან განცდილ მარცხსა და ტომას ტუხელის კრიტიკას ლივერპულის ლეგენდარული მცველი და ამჟამად გავლენიანი საფეხბურთო ანალიტიკოსი - ჯეიმი კარაგერიც გამოეხმაურა.

კარაგერმა გერმანელი სპეციალისტი მკაცრად გააკრიტიკა და მისი მარცხი გუნდის ყოფილი მწვრთნელის, გარეთ საუთგეიტის ყველაზე მტკივნეულ წაგებებს შეადარა.

„არგენტინასთან ეს მარცხი ტუხელისთვის ბევრად უფრო მძიმე რეპუტაციული დარტყმაა, ვიდრე გარეთ საუთგეიტის დროინდელი მარცხები ხორვატიასთან (2018), იტალიასთან (2021) და ესპანეთთან (2024).

მოდით, თვალებში ჩავხედოთ სიმართლეს: ის გუნდები ინგლისზე უკეთესები იყვნენ, მაგრამ ეს არგენტინა ინგლისზე უკეთესი ნამდვილად არ არის!" - ჯეიმი კარაგერი

კარაგერმა დეტალურად განმარტა, თუ რატომ მიიჩნევს ახლანდელ ფიასკოს ბევრად უფრო კატასტროფულად. მისი თქმით, წინა ტურნირებზე ინგლისი ობიექტურად თმობდა პოზიციებს ტაქტიკურად და საკადრო რესურსით უფრო დაბალანსებულ გუნდებთან. ხორვატიის ნახევარდაცვის გენიალურობა, იტალიის ორგანიზებულობა და ესპანეთის აბსოლუტური დომინირება მოედანზე ლოგიკურ უპირატესობას ქმნიდა.

თუმცა, დღევანდელი რეალობა განსხვავებულია. კარაგერის მტკიცებით, ამჟამინდელი ინგლისის ნაკრები ინდივიდუალური კლასით, შემადგენლობის სიღრმითა და ფეხბურთელების ფორმით მსოფლიოში საუკეთესოა. შესაბამისად, როდესაც ასეთი რესურსის მქონე გუნდი ნახევარფინალში არგენტინასთან აგებს - გუნდთან, რომელიც ძირითადად ხასიათსა და ლიონელ მესის გენიალურობაზეა დამოკიდებული და არა სისტემურ უპირატესობაზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ სამწვრთნელო შტაბის ტაქტიკური მარცხია.

ექსპერტის აზრით, ტუხელი სწორედ იმისთვის მოიყვანეს, რომ ინგლისს საუთგეიტისდროინდელი წნეხი დაეძლია და ფავორიტის სტატუსით ეთამაშა, თუმცა გერმანელმა ყველაზე გადამწყვეტ მომენტში საჭირო გამბედაობა ვერ გამოიჩინა.

სხვა სტატიები