Belive

რა უთხრა ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდელებს საბერძნეთთან ფინალის წინ?

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრები 18 ივნისს ჩვენთვის ისტორიულ შეხვედრას ჩაატარებს. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველად გვაქვს პრივილეგია ევროპის ჩემპიონატზე ვიასპარეზოთ. 2 თვეზე მეტია, გუნდი ფინალური ეტაპისთვის ემზადება, თუმცა ეს ყველაფერი უფრო ადრე დაიწყო და დიდი ბრძოლის შედეგად მოვიდა. ჯერ იყო ერთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირება ლუქსემბურგთან და 2:0 გამარჯვება, შემდეგ კი ფინალი საბერძნეთის ნაკრებთან.

უკვე გერმანიაში მყოფი გურამ კაშია, რომელიც გუნდთან ერთად 2 დღეში თურქეთთან გასამართი მატჩისთვის ემზადება, ბერძნებთან ფინალს იხსენებს და ამბობს, რომ იმ შეხვედრის წინ, ხვიჩა კვარაცხელიას სიტყვებმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და იმავე მოხდა სხვა ფეხბურთელების შემთხვევაშიიც.

ფინალი ჩემთვის იგივე ბრძოლაა. იმ დღეს, თამაშამდე ბიჭებს ვუთხარი, რომ 60 000 ქართველს 11 ბერძენის წინააღმდეგ გვიწევდა თამაში. ვფიქრობ, რასაც განვიცდიდი კარგად გადმოვეცი და სხვებსაც გავუზიარე ის, რაც გულში მქონდა - იხსენებს თავად ხვიჩა კვარაცხელია

2024 წლის 26 მარტი ქართველებს სწორედ იმის გამო არ დაავიწყდებათ, რომ ამ დღეს "დინამო არენაზე" ჩვენმა ნაკრებმა, პენალტების სერიაში ბერძნების დამარცხება მოახერხა და დიდი ხნის ოცნება ახდა.

სხვა სტატიები