FIFA The Best | ვის მისცეს ხმა გურამ კაშიამ და ვილი სანიოლმა?
ფიფას ვერსიით 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად უსმან დემბელე დასახელდა.
გამარჯვებული ეროვნული ნაკრებების კაპიტნების, მთავარი მწვრთნელების, სპორტის ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას ხმები ასე გადანაწილდა:
უსმან დემბელე
ლამინე იამალი
ვიტინია
კაშიას მსგავსად, დემბელე ვილი სანიოლისთვისაც პირველი იყო:
უსმან დემბელე
ვიტინია
აშრაფ ჰაკიმი
2025 წლის საუკეთესო თერთმეტეული: ჯანლუიჯი დონარუმა - აშრაფ ჰაკიმი, ვილიან პაჩო, ვირჯილ ვან დაიკი, ნუნო მენდეში, ჯუდ ბელინგემი, კოულ პალმერი, ვიტინია, პედრი, ლამინე იამალი, უსმან დემბელე.
ფიფას ვერსიით (მას შემდეგ, რაც დაჯილდოება ამ სახით ტარდება) საუკეთესოდ ყველაზე მეტჯერ, სამჯერ, მესი დაასახელეს. ამ მხრივ, მეორე ადგილს რონალდუ და ლევანდოვსკი იყოფენ.
2025 წლის საუკეთესო მეკარე - ჯანლუიჯი დონარუმა
2025 წლის საუკეთესო მწვრთნელი - ლუის ენრიკე