Belive

ნუნო მენდეში: "კვარაცხელიას გოლი გამორჩეულად ლამაზი იყო"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩის პირველ დაპირისპირებაში, "პსჟ"-მ "ასტონ ვილა" დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა და 1/2-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზული გრანდის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა. ქართველმა შემტევმა თავი ულამაზესი გოლითა და სანახაობრივი მატჩით გამოიჩინა, შედეგად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ერგო.

პირველი ულამაზესი გოლი დოემ გაიტანა, მეორე ბრწყინვალე გოლი კვარაცხელიამ, ხოლო მესამე გოლის ავტორუ მარცხენა მცველი ნუნო მენდეში იყო, რომელმაც მატჩის შემდეგ ქართველი შემტევის შესახებ ისაუბრა.

"ბედნიერი ვარ, რომ უმნიშვნელოვანესი გოლის გატანა შევძელი და მეორე მატჩს უფრო თავდაჯერებულები შევხვდებით.

დღეს ჩვენ 3 გოლი გავიტანეთ, სამივე ლამაზი იყო, ჩემი ყველაზე ნაკლებად. დუემა ულამაზესი გოლი გაიტანა, ასეთი სილამაზის გოლები იშვიათად თუ გადის, თუმცა მე მაინც კვარას შედევრს გამოვარჩევდი.

კარგი დრიბლინგი იყო, სივრცეც იდეალურად დაიანახა და მეტოქეს ბრწყინვალედ გაცდა - მან შედევრი გაიტანა." - ნუნო მენდეში

"ასტონ ვილასა" და "პსჟ"-ს 1/4-ფინალური საპასუხო მატჩი 15 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები