რა თანხა გამოიმუშავა არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლით?!
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ჩემპიონატის ორივე ფინალისტი ცნობილია - ესპანეთმა საფრანგეთს 2 უპასუხო გოლი გაუტანა, ხოლო რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ მეორე 1/2-ფინალურ მატჩში არგენტინამ ინგლისი 2:1 დაამარცხა.
ესპანეთისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებების მუნდიალის ფინალში გასვლით, ამ ორი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციები FIFA-სგან €31.4 მილიონ ევროს გარანტირებულად მიიღებენ. წყვილი 28.9 მილიონს ფინალში გასვლისთვის გამოიმუშავებს, რომელსაც 2.2 მილიონი ევრო მოსამზადებელი ხარჯების დასაფარად ემატება.
საბოლოოდ, მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულს FIFA-სგან €45.9 მილიონი გადაეცემა.
FIFA-ს საპრიზო ფონდი
1/2-ფინალისტი - 23.6 მილიონი ევრო
მესამეადგილოსანი - 25.4 მილიონი ევრო
ფინალისტი - 28.9 მილიონი ევრო
გამარჯვებული - 43.7 მილიონი ევრო