Belive

უეფა ინფანტინოს იურიდიული ზომებით ემუქრება

9 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფამ შესაძლოა, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის წილების გაყიდვის გეგმის გამო, სამართლებრივი ნაბიჯები გადადგას. ორგანიზაციამ, ფიფას პრეზიდენტს ასევე მოუწოდა, რომ სადავო პროექტთან დაკავშირებული არც ერთი დოკუმენტი არ გაანადგუროს. წყაროებმა, ამის შესახებ, ESPN-ს განუცხადეს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო, ასევე, განიხილავს სამართლებრივი დავის დაწყებას იმ ორგანიზაციებისა და კერძო ინვესტორების წინააღმდეგ, რომლებსაც ამ საქმეში, ფიფასთან კავშირი ჰქონდათ.

საბოლოოდ, ინფანტინომ, მის მიმართ გაზრდილი ზეწოლის გამო, უკან დაიხია და უარი თქვა მსოფლიო ჩემპიონატში წილების გაყიდვის გეგმაზე.

როგორც ცნობილია, ინფანტინო 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კომპანიის შექმნს აპირებდა, რომელსაც კერძო ინვესტორებთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ემართა. თუმცა ამ წინადადების შემდეგ, მის მიმართ გაზრდილი უკმაყოფილებისა და ზეწოლის გამო, 56 წლის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, უკან დაეხია.

"ეს წინადადება აღარ განხორციელდება" - აღნიშნა ფიფას პრეზიდენტმა თავის ერთ-ერთ განცხადებაში.

ინფანტინო ამაზე ღიად მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც უეფას 55-მა წევრმა ქვეყანამ, პროტესტის ნიშნად, მსოფლიო ჩემპიონატისა და ფიფას ყველა სხვა ტურნირის მიმართ, ბოიკოტის გამოცხადება გადაწყვიტა. გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ფიფას პრეზიდენტის რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედოს. საქმე ისაა, რომ ინფანტინოს გეგმის ჩავარდნამ - შეექმნა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ფიფას შვილობილი კომპანია, რომელსაც ორგანიზაციის ტურნირები, მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ემართა - ეჭვქვეშ დააყენა 2027 წლის მარტში, მისი ფიფას პრეზიდენტად ხელახლა არჩევა.

სხვა სტატიები