Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ინტერთან მატჩში?

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,ინტერს” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

დღევანდელ მატჩში 83 წუთი ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც Whoscored-ისგან 7,8-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც ქართველი ფეხბურთელი მხოლოდ გოლის ავტორებს, ჯოვანი დი ლორენცოსა და ზამბო ანგისას ჩამორჩა.

ხვიჩა ,,ინტერის” წინააღმდეგ ბურთს სულ 92-ჯერ შეეხო, 67-დან 62 სწორი გადაცემა გააკეთა (93%) და კარში ორჯერ დაარტყა.

ვებგვერდმა, Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 7,3 ქულით შეაფასა.

36 ტურის შემდეგ ,,ნაპოლის”, რომელმაც ჩემპიონობა უკვე გაიფორმა, 86 ქულა აქვს. სპალეტის გუნდი მომავალ შეხვედრას 28 მაისს, ,,ბოლონიასთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები