ჯუდ ბელინგემმა რეალის რეკორდი დაამყარა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ,,რეალი'' ,,ნაპოლის'' მასპინძლობს.
შეხვედრის 22-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა ,,სამეფო კლუბი'' წინ გაიყვანა (2:1).
ეს გოლი ინგლისელისთვის განსაკუთრებული გამოდგა - ბელინგემი გახდა პირველი ფეხბურთელი მადრიდული გრანდის ისტორიაში, რომელმაც თავი ჩემპიონთა ლიგის საწყის 4 შეხვედრაში გამოიჩინა.
20 წლის შემტევმა პირველ ტურში ,,უნიონ ბერლინის'' კარი აიღო, მეორეში ,,ნაპოლის'', მესამეში - ,,ბრაგასი'', მეოთხე ტურში კი არ უთამაშია.
მიმდინარე სეზონში ჯუდის ანგარიშზე ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ 15 მატჩში 15 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
🚨 HISTORY: Jude Bellingham is the first player in Real Madrid history to score in each of his first 4 UCL games for the club. pic.twitter.com/HeKr4GVfGX
— Madrid Xtra (@MadridXtra) November 29, 2023