Belive

ფაბრიციო რომანო: "ნაპოლი და ალ ჰილალი შეთანხმდნენ, მაგრამ ოსიმენს ევროპაში დარჩენა სურს"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პოპულარული იტალიელი საფეხბურთო ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ნაპოლის" თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი ევროპაში დარჩენას ამჯობინებს, ნეაპოლურ გუნდსა და "ალ ჰილალს" შორის კი შეთანხმება მიღწეულია.

"ნაპოლისა" და "ალ ჰილალს" შორის შეთანხმება თითქმის უკვე შედგა, მხოლოდ რამდენიმე დეტალია დასაზუსტებელი.

ამის მიუხედავად, თავად ფეხბურთელს თანხმობა არავისთვის განუცხადებია, რადგან ნიგერიელ თავდამსხმელს მაღალი ხელფასი და კონტრაქტის გაწყვეტის პუნქტის გამოყენება სურს.

ის ამჯობინებს, რომ კარიერა ევროპულ გუნდში გააგრძელოს.

ლონდონის "ჩელსიში" ტრანსფერის მოლოდინი ჯერ ისევ არსებობს", - წერს იტალიელი ჟურნალისტი.

ახალ სეზონში 25 წლის თავდამსხმელს, რომელიც სატრანსფერო საკითხების მოგვარებით აქტიურად არის დაკავებული, "ნაპოლის" შემადგენლობაში არ უთამაშია.

სხვა სტატიები