Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ლე მანის წინააღმდეგ?

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის თასის მერვედფინალში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ლე მანი'' სტუმრად 2:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

პარიზული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც Sofascore-სგან ყველაზე მაღალი - 8.1-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

კვარამ, რომელიც ბურთს სულ 81-ჯერ შეეხო, კარისკენ 2-ჯერ დაარტყა, 8-დან 6 დუელი მოიგო და 62-დან 51 ზუსტი გადაცემა გააკეთა (82%).

7.4 ქულით შეაფასა კვარაცხელიას თამაში Flashescore-მა.

,,პარი სენ ჟერმენი'' მომავალ შეხვედრას პარასკევს ღამით, საფრანგეთის ლიგა 1-ში, ,,მონაკოს'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები