ჩემპიონთა ლიგამ სეზონის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგამ სეზონის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა. უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, თუ რა ფორმაციით და რა პრინციპით აარჩიეს სიმბოლური გუნდი.
ჩვენ შევარჩიეთ მოთამაშეები ისე, განსაკუთრებით შეტევაში, რომ ასახავდეს იმ განსაკუთრებულ მობილურობას, რაც გამარჯვებული პარი სენ-ჟერმენის დამახასიათებელი ნიშანი იყო. შერჩეული შემტევი ხაზი ამას წარმოადგენს - მოქნილ გუნდს შემტევი მოთამაშეებით, რომლებსაც შეუძლიათ პოზიციების შეცვლა - ვკითხულობთ უეფას აღწერაში
სეზონის საუკეთესო გუნდი:
მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (პარი სენ-ჟერმენი)
მცველები: აშრაფ ჰაკიმი (პარი სენ-ჟერმენი), მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ნუნო მენდეში (პარი სენ-ჟერმენი)
ნახევარმცველები: ვიტინია (პარი სენ-ჟერმენი), დეკლან რაისი (არსენალი)
თავდამსხმელები: ლამინე იამალი (ბარსელონა), დეზირე დუე (პარი სენ-ჟერმენი), უსმან დემბელე (პარი სენ-ჟერმენი), რაფინია (ბარსელონა)
ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ უსმან დემბელე დასახელდა, საუკეთესო ახალგაზრდად კი დეზირე დუე.