რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ სალერნიტანასთან მატჩში?
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სერია A-ს მე-11 ტურში ,,ნაპოლიმ'' ,,სალერნიტანას'' სტუმრად 2:0 მოუგო.
ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოედანზე 69 წუთი გაატარა.
კვარამ Sofascore-სგან 7.4-ქულიანი შეფასება მიიღო, რითაც ნეაპოლელთა რიგებში ჯაკომო რასპადორის (8), მატეო პოლიტანოს (8,2), მატიას ოლივერასა (7,9) და ელიფ ელმასს (7,5) ჩამორჩა.
ქართველმა შემტევმა, რომელიც ბურთს სულ 58-ჯერ შეეხო, კარისკენ ოთხჯერ დაარტა, 18-დან 11 დუელი მოიგო და 34-დან 28 (82%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.
,,ნაპოლი'' მომავალ შეხვედრას სამშაბათს, 7 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ,,უნიონ ბერლინთან'' გამართავს.