დელ პიერო: "კვარადონა არ იყო ტყუილად შერქმეული - ის ამას ამართლებს"
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ბაიერნს უმასპინძლა და 5:4 დაამარცხა.
პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მატჩში თავი დუბლით გამოიჩინა და საოცარი მატჩი ჩაატარა. ხვიჩამ, რომელიც ბურთს სულ 38-ჯერ შეეხო, კარში 2-ჯერ დაარტყა, 12-დან 6 დუელი მოიგო და 19-დან 16 ზუსტი გადაცემა გააკეთა (84%).
ლოგიკურია, რომ მის დიდებულ ასპარეზობას მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვალვები გამოეხმაურნენ. კვარას შესახებ, "Sky"-ის ჩემპიონთა ლიგის შოუს სტუდიაში ისაუბრა ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა - ალესანდრო დელ პიერომ, რომელმაც აღნიშნა, რომ კვარადონას დაძახება უკვე სასაცილო აღარ არის.
"კვარას ასეთ დონეზე თამაში ლუის ენრიკეს დიდი დამსაცურებაცაა - მან ყველა თავისი თვისება გამოავლინა, მთელი მატჩის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდა, ყოველთვის კონცენტრირებული იყო, სახიფათო სვლებს ახორციელებდა და გულუხვი იყო - თვისებები, რომლებიც მას ნეაპოლში აკლდა.
ეს სახალისო აღარ არის და მეტსახელი კვარადონა უადგილო არ იყო. ის ყველა თამაშში ავლენს, რომ მას მარადონასნაირი ბრძოლისუნარიანობა აქვს - მარადონას შემდეგ, ის საუკეთესო ფეხბურთელია, ვისაც კი ოდესმე ნაპოლიში უთამაშია." - ალესანდრო დელ პიერო
კვარა გახდა პირველი ფეხბურთელი პარიზული კლუბის ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 1 სეზონში 15 გოლში მიიღო მონაწილეობა - ხვიჩას ანგარიშზე 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
მიმდინარე სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით კვარა მხოლოდ ჰარი კეინსა (13) და კილიან მბაპეს (15) ჩამორჩება.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი ოთხშაბათს, 6 მაისს, მიუნხენში გაიმართება.