რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ლეჩესთან მატჩში?
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სერია A-ს მე-7 ტურის შეხვედრაში ,,ნაპოლიმ'' ,,ლეჩეს'' სტუმრად 4:0 მოუგო.
ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოედანზე 58 წუთი გაატარა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.
კვარამ WhoScored-სგან 7.2-ქულიანი შეფასება მიიღო.
ქართველი შემტევი ბურთს სულ 43-ჯერ შეეხო, კარისკენ ოთხჯერ დაარტყა და 27-დან 22 (81%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.
Sofascore-მა ხვიჩას თამაში 6,7 ქულით შეაფასა.
,,ნაპოლი'' მომავალ შეხვედრას სამშაბათს, 3 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ,,რეალის'' წინააღმდეგ გამართავს.