ლუის ენრიკე: "ჩვენი გულშემატკივრები მეტს იმსახურებენ"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლიგა 1-ის მერვე ტურში პსჟ-მ სტრასბურს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა. ლუის ენრიკემ, სანაკრებო შესვენებიდან დაბრუნებულ რამდენიმე ლიდერს სასტარტო შემადგენლობიდან არ დააწყებინა - ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელია იყო. ესპანელმა მწვრთნელმა ამ გადაწყვეტილებასა და სხვა საკითხებზეც ისაუბრა.
ჩვენ უკვე ვიცოდით სტრასბურის დონე, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად. მომწონს მათი თამაშის სტილი. სტრასბური ლიგა 1-ის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ სანაკრებო შესვენების შემდეგ, პრიორიტეტად მენეჯმენტი ავირჩიეთ. უნდა ვიცოდეთ, როგორ გავაკონტროლოთ ფეხბურთელების დატვირთვა.
არცერთ მწვრთნელს არ სიამოვნებს სამი გოლის გაშვება. შეუძლებელია ბედნიერი იყო. მე ყოველთვის ვცდილობ ჩემი სამუშაოს გაუმჯობესებას და ახლა გამიმართლა, რომ ბევრი ინფორმაცია მაქვს გასაანალიზებლად - ჩვენ მას გასაუმჯობესებლად გამოვიყენებთ.
ჩვენი მიზანია ყველა ტურნირზე ვიბრძოლოთ და ვიცით, რომელი თვეები იქნება გადამწყვეტი. ჩვენი ამბიცია ყველაფრის მოგებაა. რთული იქნება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, როგორ გავუმკლავდეთ ნებიისმიერ სიტუაციას. - განაცხადა ლუის ენრიკემ
ლიგა 1-ში, პსჟ-მ ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა - 5 დეკემბერი/ლილი (1:1). პარიზული გრანდი ისევ ცხრილის პირველ ადგილზეა, თუმცა მხოლოდ 1 ქულით უსწრებს სტრასბურს, 2-ით კი მარსელსა და ლიონს, რომლებსაც საკუთარი შეხვედრები ჩასატარებელი აქვთ.