Belive

ხავი: ,,მომდევნო ეტაპზე გასვლა ნაპოლიზე მეტად დავიმსახურეთ''

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, ,,ნაპოლისთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:

,,ვფიქრობ, მოგება ნაპოლიზე მეტად დავიმსახურეთ. უკეთ ვითამაშეთ შეტევაში, დაცვაში და რა თქმა უნდა, მეტი გოლიც გავიტანეთ.

ნაპოლი მაღალი დონის გუნდია, რომელიც ბურთს კარგად ფლობს. მეტოქემ დღეს არაერთი საგოლე მომენტი შექმნა. თუმცა, ჩვენ უფრო მეტს ვიმსახურებდით პირველ შეხვედრაში, რომელშიც ვდომინირებდით.

ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის ვართ, რაც ჩვენი გუნდისთვისა და გულშემატკივრებისთვის შესანიშნავია!'' - ხავი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,ბარსელონამ'' ,,ნაპოლის'' უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. შედეგად, ხავის გუნდმა ორი მატჩის ჯამში 4:2 იმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.

სხვა სტატიები