რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ლაციოსთან მატჩში?
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სერია A-ს მე-3 ტურში ,,ნაპოლი'' ,,ლაციოსთან'' შინ 1:2 დამარცხდა.
ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოედანზე 66 წუთი გაატარა.
კვარამ WhoScored-სგან 6,8-ქულიანი შეფასება მიიღო, რითაც თანაგუნდელებს შორის მხოლოდ გოლის ავტორს, პიოტრ ზელინსკის (7,9) ჩამორჩა.
ქართველი შემტევი ბურთს სულ 48-ჯერ შეეხო, კარისკენ ექვსჯერ დაარტყა (ერთხელ კარში) და 28-დან 22 (79%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.
Sofascore-მა ხვიჩას თამაში 7,1 ქულით შეაფასა (მეტი მხოლოდ ზელინსკისა და ოსიმენს), Flashscore-მა კი - 6,6-ით.
,,ნაპოლი'' მომავალ შეხვედრას 16 სექტემბერს, ,,ჯენოასთან'' სტუმრად გამართავს.