Belive

ოფიციალურად | დავიდ ნერეში ნაპოლის ფეხბურთელია

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლიმ" 27 წლის ბრაზილიელი მარჯვენა შემტევი - დავიდ ნერეში "ბენფიკადან" გაიფორმა.

ნეაპოლურმა კლუბმა ტრანსფერი სოციალურ ქსელში გააოფიციალურა.

იტალიური და პორტუგალიური კლუბები ნერეშის სატრანსფერო ღირებულებაზე შეთანხმდნენ, რომელიც 30 მილიონ ევროს შეადგენს. ასევე სამომავლო ბონუსების სახით "ბენფიკა" კიდევ რამდენიმე მილიონს მიიღებს.

პორტუგალიურმა კლუბმა დავიდ ნერეშს კლუბში გატარებული პერიოდისთვის მადლობა გადაუხადა და ოფიციალურად დაემშვიდობა.

27 წლის ბრაზილიელი ვინგერი "ბენფიკას" 2022 წელს შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 55 მატჩში, 11 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები