Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ბრაგასთან მატჩში?

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში ,,ნაპოლიმ'' ,,ბრაგას'' უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.

კვარამ Whoscored-სგან 7,4-ქულიანი შეფასება მიიღო, რითაც საკუთარ გუნდში მხოლოდ მერეტს, ნათანსა და ოსიმენს ჩამორჩა.

ქართველმა შემტევმა, რომელიც ბურთს სულ 63-ჯერ შეეხო, კარისკენ ორჯერ დაარტყა (ერთხელ კარში), 15-დან 6 დუელი მოიგო და 35-დან 29 (83%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.

6,6 ქულით შეაფასა ხვიჩას თამაში Sofascore-მა.

ჯგუფურ ეტაპზე ,,ნაპოლიმ'' 10 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მერვედფინალის საგზური გაიფორმა.

ვალტერ მაცარის გუნდი მომავალ შეხვედრას შაბათს, 16 დეკემბერს, სერია A-ში, ,,კალიარის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები