ხვიჩა კვარაცხელია ბარსელონასთან მატჩში ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ერთმანეთს ,,ნაპოლი'' და ,,ბარსელონა'' შეხვდებიან. მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.
ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში 32-ე შეხვედრას ჩაატარებს.
,,ნაპოლის'' სასტარტო თერთმეტეული ასე გამოიყურება:
მერეტი - რაჰმანი, ჟუან ჟესუსი, დი ლორენცო, ოლივერა, ანგისა, კაიუსტე, ლობოტკა, პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
ბარსელონას ძირითადი შემადგენლობა:
ტერ შტეგენი - კუნდე, არაუხო, ინიგო მარტინესი, კრისტენსენი, ჟოაუ კანსელუ, გიუნდოგანი, დე იონგი, პედრი, იამალი, ლევანდოვსკი