Belive

ოფიციალურად | დე იონგი და პედრი ნაპოლისთან მატჩს გამოტოვებენ

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის 27 ტური "ბარსელონასთვის" ძალიან მძიმე გამოდგა. მათ სტუმრად "ბილბაოსთან" ქულები დაკარგეს და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა, თუმცა მთავარი პრობლემა ამ მატჩში ეს არ ყოფილა.

მთავარი პრობლემა მატჩის პირველ ტაიმში მიღებული ტრავმებია. მძიმე ტრავმები მიიღეს გუნდის ნახევარმცველებამ - ფრენკი დე იონგმა და პედრიმ, რომლებიც მინიმუმ 1 თვეს გამოტოვებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში "ნაპოლის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ.

ფეხბურთელებს ოფიციალური სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ პედრის მარჯვენა კვადრიცეფსის ტრავმა დაუდასტურდა და ყველაზე მცირე 3 კვირას გამოტოვებს, ხოლო ფრენკი დე იონგს კი მარჯვენა ტერფის არეში დაჭიმულობა აქვს, რომლის მორჩენასაც მინიმუმ 4 კვირა სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ფრენკი დე იონგისა და პედრის გარდა, "ბარსელონას" ნახევარდაცვაში გავიც აკლია, რომელიც სეზონის დაწყებამდე დაიმტვრა და კიდევ რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს.

"ბარსელონასა" და "ნაპოლის" ჩემპიონთალიგური დაპირისპირება 12 მარტს, 23:55 საათზე შედგება.

სხვა სტატიები