რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლონიასთან მატჩში?
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სერია A-ს მე-5 ტურის შეხვედრა ,,ბოლონიასა'' და ,,ნაპოლის'' შორის ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.
ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოედანზე 76 წუთი გაატარა.
კვარამ WhoScored-სგან 7.3-ქულიანი შეფასება მიიღო, რაც ნეაპოლელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია (მეტი მხოლოდ ბოლონიას მეკარემ დაიმსახურა).
ქართველი შემტევი ბურთს სულ 59-ჯერ შეეხო, კარისკენ ოთხჯერ დაარტყა (ორჯერ კარში) და 26-დან 19 (73%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.
Sofascore-მა ხვიჩას თამაში 7.1 ქულით შეაფასა (მეტი მხოლოდ ანგისასა და რასპადორის).
,,ნაპოლი'' მომავალ შეხვედრას ოთხშაბათს, 27 სექტემბერს, ,,უდინეზესთან'' შინ გამართავს.