Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზთან მატჩში?

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში პარი სენ ჟერმენი პარიზთან 0:1 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მოედანი 64-ე წუთზე დატოვა.

ქართველმა შემტევმა Sofascore-სგან 7,2-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

ხვიჩამ, რომელიც ბურთს სულ 73-ჯერ შეეხო, კარისკენ 3-ჯერ დაარტყა (ერთხელ კარში), 9-დან 5 დუელი მოიგო და 47-დან 39 ზუსტი გადაცემა გააკეთა (83%).

7,3 ქულით შეაფასა კვარაცხელიას თამაში Flashscore-მა.

ლუის ენრიკეს გუნდი მომავალ შეხვედრას პარასკევს ღამით, ლიგა 1-ში, ლილის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები