Belive

რუდი გარსია: ,,ნაპოლის ტაქტიკური პრობლემა არ აქვს''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, ,,ფიორენტინასთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,შედეგით იმედგაცრუებული ვარ... შეცდომები დავუშვით დაცვაშიც და შეტევაშიც. პირველი გოლი არ უნდა გაგვეშვა. მიუხედავად ამისა, გავათანაბრეთ და ამას დამატებითი სტიმული უნდა მოეცა, თუმცა შემდეგ ტერაჩიანომ ოსიმენის რთული დარტყმა მოიგერია.

ცუდია, რომ დაცვაში აგრესია დაგვაკლდა. არ შეიძლება, სახლში აგებდე და მხოლოდ ოთხჯერ დაჯარიმდე, ეს ნორმალური არ არის.

ყველა ცდილობდა, მაგრამ ეფექტურები ვერ ვიყავით. ჩემი აზრით, ეს უფრო ფსიქოლოგიური პრობლემაა, ვიდრე ტაქტიკური. მეტი უნდა ვიმუშაოთ, უნდა ვიყოთ უფრო აგრესიულები. საბოლოოდ, კარში სამჯერ დაგვირტყეს და სამივე შემთხვევაში გაგვიტანეს.

მინდოდა, ნახევარდაცვა გამეძლიერებინა, ამიტომ, გადავწყვიტე, ორი თავდამსხმელით არ მეთამაშა.

პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, მაგრამ ასეთ თამაშს არ ველოდი, ოთხეულში დარჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით.'' - რუდი გარსია

სერია A-ს მე-8 ტურის შეხვედრაში ,,ნაპოლიმ'' ,,ფიორენტინას'' უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

ნეაპოლელებს 8 მატჩის შემდეგ 14 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზე არიან.

გარსიას გუნდი მომავალ შეხვედრას 21 ოქტომბერს, ,,ვერონასთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები