,,ქება-დიდება ბუდაპეშტამდე ვერ მიგვიყვანს'' - ბაიერნის გენერალური დირექტორი
19 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბაიერნის გენერალურ დირექტორს, იან-კრისტიან დრეზენს, მიუნხენური გუნდისა და პარი სენ ჟერმენის პირველ მატჩზე ჰკითხეს, რომელსაც საფეხბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
,,მართლაც უამრავი ეპითეტი დაიწერა. მწვრთნელები, ექსპერტები და ლეგენდები მთელი მსოფლიოდან - პეპ გვარდიოლათი დაწყებული, ტიერი ანრით დამთავრებული, ამ მატჩს ხოტბას ასხამდნენ. პიტერ შმეიხელმა CBS-ის ეთერში თქვა, რომ უკეთესი თამაში არასდროს უნახავს.
ეს იყო ისტორიული საღამო, რადგან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ამდენი გოლი მანამდე არასდროს გასულა. ჩვენ კი გვქონდა პატივი, სტადიონზე ვყოფილიყავით.
თუმცა, ქება-დიდება ბუდაპეშტამდე ვერ მიგვიყვანს. ჩვენ გვინდა ფინალში გასვლა, ამისთვის კი საჭიროა, რომ ამ უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთხელ აღვაფრთოვანოთ.“ - იან-კრისტიან დრეზენი
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი პსჟ-სა და ბაიერნს შორის პარი სენ ჟერმენის გამარჯვებით, ანგარიშით 5:4 დასრულდა. საპასუხო მატჩი ოთხშაბათს, 6 მაისს, მიუნხენში გაიმართება.
🗣️ “𝗪𝗲 𝗻𝗲𝗲𝗱 𝟭𝟬𝟬 𝗽𝗲𝗿𝗰𝗲𝗻𝘁 ‘𝗠𝗶𝗮 𝘀𝗮𝗻 𝗠𝗶𝗮.” 🔴⚪️
— FC Bayern (@FCBayernEN) May 4, 2026
Jan-Christian Dreesen in an interview ahead of the second leg against Paris Saint-Germain: https://t.co/8E4ljSwTMD pic.twitter.com/BXanUjuo8U