Belive

ფერან ტორესი: "ბარსელონამ უნდა დაამტკიცოს, რომ ჩემი შენარჩუნება სურს"

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფერან ტორესი შეერთებულ შტატებში ტურნეს განაგრძობს და თავისი მომავლის შესახებ საუბრობს. 26 წლის ესპანელმა ბარსელონას მკაფიო გზავნილი გაუგზავნა. ამერიკულ სპორტულ გამოცემა 'Sportico'-სთან ინტერვიუში, თავდამსხმელმა განაცხადა, რომ კონტაქტის შესაძლო განახლებაზე ნებისმიერი საუბარი დამოკიდებული იქნება იმ ინტერესზე, რასაც კატალონიური კლუბი მის მიმართ გამოხატავს.

"ბარსელონამ უნდა მაჩვენოს, რომ ჩემი გუნდში დარჩენა სურს - მათ შეუძლიათ მოვიდნენ მოსალაპარაკებლად და ყველაფერი განიხილება.

მე ბარსელონასთან კონტრაქტი მაკავშირებს. მართალია, ფეხბურთში არასდროს იცი რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამის კარგი მხარე ის არის, რომ რადგან კონტრაქტი მაქვს, შემიძლია დავიცადო და გადაწყვეტილება თავად მივიღო.

ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც ისეთს გუნდებს, როგორიც პარი სენ-ჟერმენია შენი დამატება სურთ..." - ფერან ტორესი

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი გმირის შეძენით პსჟ და პრემიერ ლიგის გრანდები არიან დაინტერესებულნი, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში ცხადი ხდება, რომ თუ ფერან ტორესი ბარსელონას დატოვებს, ის კარიერას პარიზულ გრანდში გააგრძელებს.

ფერან ტორესი ბარსელონაში მანჩესტერ სიტიდან გადავიდა და 2021/2022 წლების სეზონიდან სწორედ კატალონიურ გრანდში ირიცხება. მან კლუბში 207 მატჩი ჩაატარა და 65 გოლი გაიტანა, ასევე 23 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

მან კლუბთან ერთად ლა ლიგა 3-ჯერ, ესპანეთის სუპერ თასი 3-ჯერ, კოპა დელ რეი კი ერთხელ მოიგო.

სხვა სტატიები