ქართველი ფეხბურთელების შეფასება შოტლანდიასთან მატჩში
ევრო 2024-ის კვალიფიკაციის, ევროპის ზონის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში, შოტლანდიისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა.
"ჰემპდენ პარკზე" გამართული მატჩი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაპირისპირება ძლიერი წვიმის თანხლებით დაიწყო, რამაც მოედანზე არასახარბიელო სათამაშო პირობები შექმნა და მატჩის სანახაობრიობაზე ნეგატიურად იმოქმედა. უამინდობის გამო მე-10 წუთზე მთავარმა არბირტმა მატჩის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და დაახლოებით 1 საათის შემდეგ განაახლა.
ავტორიტეტულმა ვებგვერდმა whoscored.com-მა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოთამაშეების შეფასება გამოაქვეყნა. ყველაზე მაღალი შეფასება სოლომონ კვერკველიამ მიიღო, რომელიც ბურთს 81-ჯერ შეეხო.
ძირითადი შემადგენლობა
მამარდაშვილი - 6.08
კაკაბაძე - 6.37
კაშია - 6.17
კვერკველია - 6.83
გაგნიძე - 6.73
კვარაცხელია - 6.29
კიტეიშვილი - 6.77
კვეკვესკირი - 6.15
ლობჟანიძე - 5.78
მიქაუტაძე - 6.11
დვალი - 5.99
შეცვლაზე შემოსული
ზივზივაძე - 6.02
გოჩოლეიშვილი - 6.07
დავითაშვილი - 6.62