Belive

calciomercato: "მიწოდებასა და მოთხოვნას შორის დიდი უფსკრულია"

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

calciomercato-ს ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიანო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას განახლებულ კონტრაქტს შესთავაზებს.

ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი ხშირად ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც უცნაურად ჟღერს და ეწინააღმდეგება იმას, თუ რეალურად რასაც იმსახურებს ქართველი ფეხბურთელი. დე ლაურენტისს კვარაცხელიას კონტრაქტის განახლება განუსაზღვრელი ვადით ჰქონდა გადადებული.

ხვიჩა, რომელიც გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ახლა ნაპოლიში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი მოთამაშეა. საუბარია, სეზონში დაახლოებით 1 მილიონ ევროზე. ამ მაჩვენებლით კვარაცხელია ლურჯების ყველა "დიდი სახელის" ფიგურას ჩამორჩება, სწორედ ამიტომ, კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს (ამ მომენტისთვის 2027 წლამდეა გათვალისწინებული).

ნაპოლი-კვარაცხელია: დე ლაურენტისის პირველი შეთავაზება საკმარისი არ არის

calciomercato-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისმა პირველი ნაბიჯები გადადგა 2001 წელს დაბადებული ქართველის შესანარჩუნებლად. მან განახლებული წინადადება წარუდგინა ფეხბურთელის გარემოცვას, აგენტ მამუკა ჯუღელის ხელმძღვანელობით - ეს წინადადება, წელიწადში 3-დან 4 მილონ ევრომდე ანაზღაურებას ითვალისწინებს. ნაპოლი მზად არის კვარაცხელიას ხელფასი მინიმუმ გაასამმაგოს, თუმცა პასუხი, ჯერჯერობით, უარყოფითია. ფეხბურთელის მხარე გაცილებით მეტს ითხოვს, თითქმის ორმაგს, ვიდრე ნაპოლი ახალი წინადადებით სთავაზობს.

სეზონში 7 ან 8 მილიონის მოთხოვნა ნაკარნახევია იმ ინტერესებით, რომლებსაც კვარას აგენტები არასდროს მალავდნენ, ისინი ხშირად საუბრობენ მადრიდის "რეალზე" და ასევე პრემიერ ლიგის გუნდების დაინტერესებაზეც .
ამ დროისთვის მოლაპარაკებები გაყინულია და მამუკა ჯუღელსაც არასდროს დაუმალავს, რომ დე ლაურენტისთან საუბრები "აღმართებისა და დაღმართებისგან" შედგება და ერთ საერთო აზრზე შეთანხმება ჯერ კიდევ რთულად მისაღწევია.





სხვა სტატიები