ზურიკო დავითაშვილის შეფასება პარიზის წინააღმდეგ
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ლიგა 2-ის 30-ე ტურის შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილის "ბორდომ" "პარიზს" უმასპინძლა და მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.
ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა. Sofascore-ს მიხედვით ზურიკო დავითაშვილმა მატჩში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება 8.1 დაიმსახურა (ყველაზე მაღალი 8.5 იყო). ქართველმა შემტევმა 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, ის ბურთს 58-ჯერ შეეხო, 36 გადაცემიდან 32 ზუსტი იყო (89%), ზურიკომ ერთხელ კარში დაარტყა და ერთხელ კარისკენ, 4 დრიბლინგიდან 2 წარმატებული იყო, 18 ორთაბრძოლიდან გამარჯვებული 8-ში დარჩა.
"ბორდოს" 38 ქულა აქვს (10 მოგება, 9 ფრე, 11 მარცხი) და მე-12 პოზიციაზეა. შემდეგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 6 აპრილს, "კაენის" წინააღმდეგ ჩაატარებს.