Belive

პსჟ-სთან მატჩის წინ იულიან ნაგელსმანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვალ ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნს" საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის. მიუნხენელები შინ "პსჟ-ს" წინააღმდეგ 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრას გამართავენ. აღსანიშნავია, რომ გერმანელებმა პარიზელები საფრანგეთში 1:0 დაამარცხეს.

ამ მატჩის წინ ტრადიციულად პრესკონფერენცია გამართა იულიან ნაგელსმანმა, სადაც ხვალინდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"მათ მინიმუმ ერთი გოლი სჭირდებათ, რომ ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში გაათანაბრონ. თავიდანვე დიდ ზეწოლას ველოდებით. ლიგა 1-ში ისინი ხშირად ღრმა დაცვას თამაშობენ და კონტრშეტევაზე აგებენ თამაშს. მათი სტილი ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებაზეც არის დამოკიდებული. პირველ თამაშში ისინი დასაწყისში კილიან მბაპეს გარეშე იყვნენ, რამაც მათ სათამაშო გეგმაზე გავლენა იქონია. მისი შემოსვლის შემდეგ "პსჟ" სხვანაირად თამაშობდა. როგორც ვთქვი, ველოდები, რომ ხვალინდელი მატჩი უფრო რთული იქნება." - განაცხადა იულიან ნაგელსმანმა.

"ბაიერნისა" და "პსჟ-ს" დაპირისპირება ხვალ 23:55 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები