Belive

ბარძალი: “კვარა რომ ასე დაბლა არ ყოფილიყო, არ მოხვდებოდა…”

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა – ანდრეა ბარძალიმ, ხვიჩა კვარაცხელიასა და ფედერიკო გატის საეჭვო მომენტზე ისაუბრა.

“არ ვიცი, რა მოუვიდა მას (კვარაცხელიას). დაგრეხილი იყო, ალბათ წონასწორობა ვერ დაიჭირა, არამგონია რომ გატის მისი დაშავება ან მუშტის დარტყმა უნდოდა. კვარა რომ არ დახრილიყო არ მოხვდებოდა სახეში, რადგან ქვემოთ ჩამოიწია სწორედ მაგიტომ მოხვდა. ეს იყო სათამაშო მომენტი და არანაირი არასპორტული საქციელი”.

შეგახსენებთ, რომ “ნაპოლიმ” “იუვენტუსი” სტუმრად 0:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი კი ბოლო წუთზე, ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა და “ნაპოლი” სერია A-ს ტიტულთან კიდევ უფრო მიაახლოვა.

ასევე, თუ “ნაპოლიმ” შინ “სალერნიტანა” დაამარცხა, ხოლო “ლაციომ” “ინტერთან” ქულები დაკარგა, ლუჩიანო სპალეტის გუნდი სკუდეტოს დაისაკუთრებს თუმცა, ამ ამბავს ნეაპოლელები ტელევიზორთან შეიტყობენ, რადგან “ნაპოლის” მატჩი შაბათს, ხოლო “ლაციოსი” კვირასაა ჩანიშნული.

სხვა სტატიები