Belive

პსჟ-ს დიდი სამეული დაუბრუნდა - წინ ბაიერნთან მატჩია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგა 1/8-ფინალური დაპირისპირებებით ბრუნდება.

14 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე ორი 1/8-ფინალური დაპირისპირება შედგება. "მილანი" - "ტოტენჰემს" უმასპინძლებს, "პსჟ" კი შინ მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება.

ფრანგული მხარე თავდაპირველად აცხადებდა, რომ სავარაუდოდ 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩს, ბარძაყის ტრავმის გამო კლუბის ერთ-ერთი ლიდერი - კილიან მბაპე გამოტოვებდა. მბაპემ ტრავმა ამ თვის დასაწყისში მიიღო და მის არ ყოფნაში, "პსჟ" ბოლო 2 მატჩში დამარცხდა.

ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო ლეო მესისა და მარკო ვერატის თამაში, რადგან ორივე ფეხბურთელს ტრავმა აწუხებდა და ბოლო 2 ტურის განმავლობაში არცერთს არ უთამაშია.

თუმცა საინტერესო და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დღევანდელ მატჩისწინა ვარჯიშზე, კილიან მბაპემ, ლეო მესიმ და მარკო ვერატიმ ივარჯიშეს და ისინი მზად არიან, რომ საკუთარ კლუბს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში დაეხმარონ.

სხვა სტატიები