Belive

პსჟ მესისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "პსჟ" მისი არგენტინელი ვარსკვლავისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. საქმე იმაშია, რომ ლიონელ მესის იგივე პირობები სურს, რაც კილიან მბაპეს აქვს. აღნიშნულ ინფორმაციას RMC Sport ავრცელებს.

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზელები მზად არ არიან მესის პირობები დაუკმაყოფილონ. უფრო მეტიც, კლუბი არ არის დარწმუნებული, რომ 35 წლის ლეოს გუნდში დარჩენა უპრიანი იქნება.

ამ ყველაფრის ფონზე კი, ამერიკული "ინტერ მაიამი" არგენტინელის მიმართ ინტერესს უფრო და უფრო ზრდის. The Athletic, Eurosport და სხვა გავლენიანი მედია საშუალებები, ლეო მესის ტრანსფერის შესახებ აქტიურად სპეკულირებენ. წყაროს მტკიცებით, MLS-ის ბინადარი გუნდი, მესის ტრანსფერს მომავალ წელს გეგმავს და მის გადასაბირებლად ყველა ღონეს იხმარს.

ლიონელ მესის ამ სეზონში ყველა ტურნირზე 31 შეხვედრა აქვს ჩატარებული აქედან 18-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. არგენტინელმა ფეხბურთელმა 17 შედეგიანი გადაცემითაც გამოიჩინა თავი.

სხვა სტატიები